თბილისში მოულოდნელად გარდაიცვალა პოეტი და მუსიკოსი ნიკოლოზ (ნიკა) ჯინჭარაძე. ის მხოლოდ 54 წლის იყო.
,,ძალიან დიდი ხელოვანი წავიდა, არაჩვეულებრივი პოეტი და მუსიკოსი ნიკა ჯინჭარაძე. მთელი საღამოა, ცრემლს ვერ ვიჩერებ. ნიკა, კავკასიურში შენთვის არაყი მქონდა დამალული. ვფიქრობდი, დავუძახებ და ვეტყვი: მოდი, ჩაგაცეცხლო!
და შენ როგორი ცეცხლი დამეცი შენი წასვლით. შენთან ერთად ჩემთვის მოკვდა ბარდის თავისუფალი სული. სიმღერა მოკვდა… გულიდან ცრემლებივით წამომსკდარი ლექსი”, – წერს პოეტი გიორგი ლობჟანიძე.