“სანამ სიტყვა ”წითელს” იტყოდეთ, პირის ღრუ კარგად გამოიბანეთ, და გორში სტალინის ღამით მოპარული ძეგლი დააბრუნეთ”

December 27, 22:06
0
109

მწერალი გოგი ლორთქიფანიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

რომ აგიჩემებიათ ამ ვაშა-პატრიოტებს (მიშისტებს, ზვიადისტებს და ეროვნულობის სხვა გიგანტებს) ტერმინი ”წითელი ინტელიგენცია” – არაა ახლა ეს პარანოიის ნაირსახეობა? ნეტავ რომელი ერთი ფენა სჯობდა ამ ”წითელ ინტელიგენციას”? უნაკლო რომ არ იყო, ეგ გასაგებია, თუმცა, უნაკლო არავინაა დღეს და არც არავინ იყო გუშინ და გუშინწინ… თუ ”ცისფერი ინტელიგენცია” გირჩევნიათ? ან იქნებ ე.წ. ”ლიბერასტი ინტელექტუალები”? თუ იმ ამბიციური კვაჭების კასტა, რომელიც მინისტრობაზე, დეპუტატობაზე და რექტორობაზე ნაკლებს არ კადრულობს? ნუ, რას იზამ… Наглый фраер хуже танка!
ჰოდა, სანამ სიტყვა ”წითელს” იტყოდეთ, პირის ღრუ კარგად გამოიბანეთ, სარკეში ჩაიხედეთ და კეთილ ინებეთ და გორში სტალინის ღამით მოპარული ძეგლი დააბრუნეთ რა!
გ.ლ.

 

Cesko