სოფო ნიჟარაძე: ,,ამან, რა თქმა უნდა, შემ­ცვა­ლა რო­გორც ადა­მი­ა­ნი, რო­გორც მომ­ღე­რა­ლი, რო­გორც არ­ტის­ტი”

December 27, 13:20
0
402

მომღერალი სოფო ნიჟარაძე შვილის, ელის-მარიას ფოტოებსა და ვიდეობს ხშირად აქვეყნებს, მაგრამ შვილსა და დედობით გამოწვეულ განცდებზე მან პირველად ახლა, მარინა ბერიძის მუსიკალურ რუბრიკაში ისაუბრა.

-უც­ბად დედა გავ­ხდი, დედა – სრუ­ლი ამ სი­ტყვის მნიშ­ვნე­ლო­ბით ყვე­ლაფ­რით, რადგან მე ვი­ყა­ვი ყვე­ლა­ფე­რი. რა თქმა უნდა, დედა ძა­ლი­ან მეხ­მა­რე­ბა, მაგ­რამ მე ვზრდი და ამი­ტომ სრუ­ლი­ად სრულ­ფა­სოვ­ნად ვარ ჩარ­თუ­ლი. ამან, რა თქმა უნდა, შემ­ცვა­ლა რო­გორც ადა­მი­ა­ნი, რო­გორც მომ­ღე­რა­ლი, რო­გორც არ­ტის­ტი და ხმა­ში ტემ­ბრიც კი შე­იც­ვა­ლა, სხვა გან­წყო­ბაა. ალ­ბათ აუხ­სნე­ლია სი­ტყვე­ბით, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში. ამი­ტომ ეს, რა თქმა უნდა, აი­სა­ხე­ბა ადა­მი­ან­ზე, – მოუყვა მაყურებელს მომღერალი.

Cesko