გოგა ბარბაქაძე: ,,ისევ ცოლის მშობლებთან ვცხოვრობ”

December 27, 09:14
0
1106

,,სარკე”, ია ქუთათელაძე

მსახიობი გოგა ბარბაქაძე 2003 წლიდან რუსთაველის თეატრის სცენაზე დგას. დიდი მაესტროს, რობერტ სტურუას დადგმულ თითქმის ყველა სპექტაკლში მონაწილეობს. საერთოდ, მსახიობები გამოირჩევიან უხვსიტყვაობით, გოგა კი ამ მხრივ განსხვავებულია. შეკითხვებს მოკლედ პასუხობს. ასე თუ ისე, ინტერვიუ მაინც შედგა, რომელსაც ,,სარკის” მკითხველს ვთავაზობთ.

– გოგა, არ შემიძლია, არ გკითხოთ თქვენი თეატრის მოსკოვური გასტროლების შესახებ, რომელმაც უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. რა იყო თქვენი წასვლის მიზანი ჩეხოვის ფესტივალზე და როგორ ჩაიარა სპექტაკლმა?

-დიდი წარმატებით ჩაიარა.მსახიობებს სხვა იარაღი არ გაგვაჩნია. ვაკეთებთ ჩვენს საქმეს და სცენიდან ნათქვამი სიტყვით ვიბრძვით. პოლიტიკოსებმა თავიანთი საქმე აკეთონ. რუსეთში დიდი პროპაგანდა მუშაობს, იქ ჩვენ კაციჭამიები ვგონივართ. როცა აჩვენებ ასეთ მაღალ ხელოვნებას, ხვდებიან, რომ ასეც არ არის საქმე.

– რატომ აირჩია რეჟისორმა,,თამაშის დასასრული”, რისი თქმა გსურთ მაყურებლისთვის?

 ბატონ რობერტს უყვარს ბეკეტი (სემუელ ბეკეტი – ირლანდიელი მწერალი, დრამატურგ-ექსპერიმენტატორი, ნობელის პრემიის ლაურეატი. ავტ.), როგორც დრამატურგი, მისი პიესა მანამდეც ჰქონდა დადგმული.

სპექტაკლზე მუშაობა პანდემიამდე დავიწყეთ.პიესაში ლაპარაკია სამყაროს დასასრულზე და ეს სიმბოლურად დაემთხვა პანდემიას. ,თამაშის დასასრული” არის მოწოდება და გაფრთხილება ადამიანებისთვის, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ჩვენს პლანეტას.

-გვიამბეთ ოჯახურ ცხოვრებაზე.

– შვილებშიც გამიმართლა და მეუღლეშიც. მგონია, ახლა უფრო მიყვარს ჩემი მეუღლე, ვიდრე პირველ წლებში. დრომ და შვილებმა ძალიან დაგვაკავშირა.

– ოჯახი გადახვედით თქვენს ბინაში თუ ისევ მაიკოს მშობლებთან ცხოვრობთ?

– გაგვიჭიანურდა რემონტი, ჯერ კიდევ მაიას მშობლებთან ვართ.

ინტერვიუ სრულად დაიბეჭდა ჟურნალ ,,სარკეში”

Cesko