“პირდაპირ აბრა ხომ არ უნდა გამოვაკრათ, რომ დამყარებულია დიქტატურა?”- ზაალ უდუმაშვილი

December 26, 21:32
0
50

“პირდაპირ აბრა ხომ არ უნდა გამოვაკრათ, რომ დამყარებულია დიქტატურა?” – ასე აფასებს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზაალ უდუმაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

ზაალ უდუმაშვილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმებას მიხეილ სააკაშვილის საკითხს უკავშირებს.

„მაკონტროლებელი „ქართულ ოცნებას” არ უნდა, პირდაპირ აბრა ხომ არ უნდა გამოვაკრათ, რომ დამყარებულია დიქტატურა? უბრალოდ ბერკეტი არ აქვთ, თორემ დარწმუნებული ვარ სახალხო დამცველის აპარატსაც გააუქმებდნენ. ეს ის სახელმწიფო უწყებებია, რომელიც ყელში ეჩხირებათ “ოცნების” წარმომადგენლებს. ვფიქრობ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ბოლოდროინდელი ამბების გამო ისჯება, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საკითხს უკავშირდებოდა”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

ცნობისათვის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შესაძლოა გაუქმდეს,- შესაბამისი პროექტი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა რატი იონათამიშვილმა, გივი მიქანაძემ, გიორგი ამილახვარმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით მათიკაშვილმა, ალუდა ღუდუშაურმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს.T

Cesko