ჯანდაცვის მინისტრმა ბუსტერ დოზის გაკეთებასთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცა

December 26, 10:59
0
276

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ კორონავირუსის ბუსტერ დოზით აცრის წესთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცა.

ბრძანებაში განმარტებულია, რომ ბუსტერ დოზის გაკეთება ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან 3 თვის გასვლის შემდეგ დასაშვებია.

„ბუსტერ დოზით ადმინისტრირება უნდა განხორციელდეს ვაქცინაციის პირველადი კურსის დასრულებიდან მინიმუმ 3-თვიანი ინტერვალით, რაც აითვლება მეორე დოზის გაკეთების თარიღიდან. ბუსტერ დოზად შესაძლებელია გამოყენებული იყოს იგივე ან სხვა ვაქცინა“, – აღნიშნულია ბრძანებაში.

Cesko