“ამოხვედით ყელში! – ჯალათებს და მკვლელებს არავინ დედამიწის ზურგზე არ ურიგდება!” – დავით ოქიტაშვილი

December 26, 10:52
0
111

კულტურის პალატის თავმჯდომარე დათო ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში “ეროვნული თამხმობის” საკითხს ეხმიანება.

“ვისთან აგუებთ ქართველ ხალხს შერიგებას?! ვიკავებდი თავს არ მინდოდა რამე დამეწერა მაგრამ ამოხვედით ყელში! რეფერენდუმი ჩაატარეთ და კითხეთ აზრი ქართველ ხალხს და მერე ისაუბრეთ მათი სახელით მერე…

ხალხს რომელმაც გაუძლო ამ გახრწნილების, ამ ფაშისტების წამებას, ახალგაზრდების ხოცვას, ოჯახების განადგურებას. აი, ამას თუ აპატიებს ქართველი (რაც არამგონია) მერე დაიწყეთ შერიგებაზე საუბარი.

ჯალათებს, მკვლელებს, თავისი ქვეყნის მიწების გამყიდვლებს, არავინ დედამიწის ზურგზე არ ურიგდება! პირიქით – კანონის წინაშე ყველას აგებინებენ პასუხს. ნუ თამაშობთ ქართველი ხალხის ნერვებზე. ჯერ მათ უნდა კითხოთ, კითხოთ! – წერს ოქიტაშვილი.

Cesko