სკოლებში საახალწლო არდადეგების დაწყების თარიღი შეიცვალა

December 25, 22:46
0
103

განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, ზამთრის არდადეგების დაწყების თარიღი შეიცვალა. არდადეგები 30-ის ნაცვლად, 29 დეკემბერს დაიწყება.

სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, ცვლილება არ შეეხება სასწავლო პროცესის განახლებას. სწავლა სკოლებში 17 იანვარს განახლდება.

Cesko