მინდა ბოლომდე გულწრფელი ვიყო და ჩემს სათქმელს ბოლომდე ვიტყვი” – ირმა ჭკადუას მილოცვა ილია მეორეს

December 25, 21:37
0
148

უფლებადამცველი ირმა ჭკადუა უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს, აღსაყდრებიდან 44-ე წლისთავს ულოცავს:

,,ვულოცავ მის უწმინდესობას აღსაყდრებიდან 44 წელს!

ძნელია შეაფასო მისი ღვაწლი, თუმცა, მისდამი დიდი სიყვარულით, ვიტყვი, რომ მას დღესაც უწევს ბრძოლა ჩვენი ერის უმნიშვნელოვანესი ფასეულობების დასაცავად, არ მომერიდება და პირდაპირ ვიტყვი, დღევანდელ რეალობაშიც ერთმანეთის პირისპირ დგას ორი გაყოფილი საქართველო, ქრისტიანული და კერპთაყვანისმცემელნი.

ამ რეალობის გათვალისწინებით, სიბრძნით მართავს ეკლესიას ჩვენი უწმინდესი.

მინდა ბოლომდე გულწრფელი ვიყო და ჩემს სათქმელს ბოლომდე ვიტყვი. ალბათ, მას ბევრი აქვს სათქმელი და ამ სათქმელს, როგორც ყოველთვის, ჩვეული მადლიერებით და თავმდაბლობით იტყვის, თუმცა, მე მახსენდება ცნობილი ქართველი მეცნიერის სიტყვები, რომელმაც საკუთარი 80 წლის იუბილესთვის დაწერა: “როგორც ყველა, მე არ ვიტყვი, რომ ყველფერი გამიკეთეს, არაფერი არ დამაკლეს და ა.შ… არა, მე ამას არ ვიტყვი, მე ვიტყვი, რომ ყველაფერი გამიკეთეს, მაგრამ ვერაფერიც ვერ დამაკლეს … “

თქვენო უწმინდესობავ, კიდევ ერთხელ, მსურს გამოვხატო დიდი სიყვარულით თქვენდამი პატივისცემა, გისურვოთ მხნეობა და ჯანმრთელობა, ჩვენი ერის საკეთილდღეოდ..”T

Cesko