,,ძალიან გაბრაზებული ვარ! სუპერმარკეტში 2012 წლის გამოშვების 100 ლარიანი არ გამომართვეს!” – რას ხდება სავაჭრო ობიექტებში

December 25, 21:18
0
88

პირველი იანვრიდან ლარის ძველ კუპიურებს ვეღარ გამოვიყენებთ, ოღონდ ეს ეხება 1995 და 1999 წლებში გამოშვებულ კუპიურებს (ნახეთ ინფორმაცია სრულად), მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ზოგიერთ სავაჭრო ცენტრში 10 წლის წინ გამოშვებული კუპიურების მიღებაზეც პრობლემა აქვთ.

ფეისბუქჯგუფ ,,სასოწარკვეთილი მომხმარებლები” ნინი ადამაშვილი წერს:

,,ძალიან გაბრაზებული ვარ, ბოღმით ლამისაა, გული გამისკდეს. ერთ-ერთ სუპერმარკეტში 2012 წლის გამოშვების 100 ლარიანი არ გამომართვეს. ათასჯერ გავუმეორე, რომ 1995-99 წლების იცვლება, მაგრამ აღებული პრუდუქტის დაბრუნება მომიწია. როგორ დავიცვა თავი მსგავსი ჩლუნგებისგან ან რაიმე ცხელი ხაზი თუ არსებობს, რომ ასეთ შემთხვევაში დავრეკო?”

Cesko