მოლოდინი მქონდა, იმ უკუნეთ ღამეში ლანდად დაგინახავდი – ქვრივი გოგოს უმძიმესი პოსტი, რომელსაც მეუღლე ტრაგიკულად დაეღუპა (ფოტო)

December 25, 18:32
0
70

ახალგაზრდა მამაკაცი ზაფხულში, ბათუმში ტრაგიკულად დაიღუპა, გოგი ტარიელიძე ფიროსმანის ქუჩაზე, მე-5 სართულიდან გადმოვარდა, ის უბედური შემთხვევის დროს სარეკლამო ბანერს ამონტაჟებდა. გუშინ გოგი 26 წლის გახდებოდა.

გარდაცვლილს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ხატია დიასამიძე გარდაცვლილ მეუღლეს დაბადების დღეს ულოცავს,

„ვერ შესრულებულ 26 წელს გილოცავ, ჩემო სიყვარულო. მე და შენ ასე არ გვჩვევია, მაგრამ ასეც ხდება თურმე ამ სამყაროში. ამბობენ, დედამიწაზე ერთი ადამიანისთვის აუცილებლად მეორე იბადებაო, შენ ხომ 24 დეკემბერს ჩემთვის დაიბადე, შენი ხატიკოსთვის დაიბადე, იმ ქალისთვის დაიბადე, რომელსაც არასდროს დაავიწყდები.

მადლობა, რომ 24 დეკემბერს ჩემთვის დაიბადე. მადლობა, რომ 16 წლის ასაკში ჩემამდე მოხვედი, მადლობა, რომ 19 წლის ასაკში შენი ცოლის სტატუსი მაჩუქე. მე ხომ დღეიდან ორი დაბადების დღე მაქვს: 7 ნოემბერი და 24 დეკემბერი.

ჩემი და გოგის თბილი სახლიდან რომ მიდიხარ, რამოდენიმე მეტრში ჩანს ჩემი ტკბილი მეუღლის სამუდამო კოშკი, იმის თავზე კი მეფურად შემოსკუპებული ჩემი გოგიტა, კეთილი ღიმილით

დღეს, ღამის 12-ის ნახევარზე შენთან რომ მოვდიოდი, თოვლიან და მოლიპული გზის მაგივრად პირდაპირ ვიყურებოდი, ყველაზე წინ მოვრბოდი, აბა გაებედა რომელიმეს და ეთქვა ფრთხილად იარეო, არც მეუბნებოდენ, ერთ სიტყვასაც კი არ მეუბნებოდნენ.

დაჟინებით ვიყურებოდი იმ კოშკისკენ სადაც 100 წლის შემდეგ მეც უნდა მოვიდე და მაინც იმიტომ არ ვახამხამებდი თვალებს, რომ მოლოდინი მქონდა იმ უკუნეთ ღამეში ლანდად დაგინახავდი!

თხილებში აშენებულ, შენს ახალ სახლში გამოსული ზემოთ ვიყურებოდი, სათითაო ვარსკვლავს ცალ-ცალკე ვარკვირდებოდი, ვინიცობას ჩემი მფარველი ანგელოზი დავინახო თქო, ხელიც დაგიქნიე, დაბადების დღის სიმღერაც გიმღერე.

ღრმად სუნთქვა დავიწყე, მე ვერ გხედავ, მაგრამ აქ იქნები და შენს სურნელს მივხდები-მეთქი, იმდენად ვირწმუნე ეს, რომ შენ მართლაც ჩემთან იყავი. როგორ გაგიხარდა, გეგონა არ მოვიდოდი? ტორტი დაგიტოვე, ყველაზე ბევრი მარწყვი შენ დაგიდე.

მიყვარხარ ისე, როგორც არასდროს არ ყვარებია არავის, ვინმე და ისე როგორც ვერავინ შეიყვარებს ვინმეს!” – წერს ხატია დიასამიძე.

Cesko