„შენი მადლიერი ვარ, გაჭირვებაში ჩემს გვერდით იდექი და ჩემი დასაყრდენი იყავი” – როგორ მიულოცა ხათუნა ჟორდანიამ მეუღლეს დაბადების დღე

December 25, 17:03
0
84

მუსიკოსი ხათუნა ჟორდანია სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და მეუღლეს, მომღერალ ზურა ხაჩიძეს დაბადების დღეს ულოცავს.

„ზურა გილოცავთ შენი საყვარელი ხალხი დაბადების დღეს, მრავალს დაესწარი, ბედნიერებას გისურვებთ და ყველა მიზნის და ოცნების განხორციელებას. საუკეთესოს იმსახურებ ყველაფერს, იმიტომ რომ საუკეთესო მამა, ქმარი და მეგობარი ხარ!

ბედნიერებაა როცა ამდენ ადამიანს გულწრფელად უყვარხარ და უხარია შენი დაბადება, წარმატება და წინსვლა. იყავი მუდამ ბედნიერი და წარმატებული, გვიყვარხარ.

მე შენი ძალიან მადლიერი ვარ, ყოველი წამისთვის, ყველა წუთისთვის. დიდი მადლობა, რომ ბევრ გაჭირვებაში, რომელიც ერთად გავიაერთ, ჩემს გვერდით იყავი და ჩემი დასაყრდენი იყავი. ეს მე არასოდეს არ დამავიწყდება და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა”, – ვკითხულობთ ვიდეოს აღწერაში.

Cesko