“დღეს, 24 დეკემბერს, 16 საათზე, ვიკრიბებით მარჯანიშვილის მეტროსთან და მივდივართ სახალხო დამცველის ოფისთან”

December 24, 11:00
0
66

ფსიქოლოგი მაია დვალიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

ძვირფასო ემიგრანტებო, დღეს ეს ქვეყანა დიდ წილად თქვენს მხრებზე დგას ეკონომიკურად..
ვიცი, ყველაფერს ხართ მოწყვეტილი საკუთარი ოჯახის წევრების კეთილდღეობის გამო.
ვერ იყენებთ თქვენს ინტელექტს თუ ფიზიკურ ძალას ადგილზე, სამშობლოს და ოჯახების კეთილდღეობისთვის შრომაში…
თქვენი მუდმივი საფიქრალი თქვენი მომავალი თაობაა, მათი მოვლა-პატრონობა, განათლების მიცემა უკეთესი მომავლის შეძენის მიზნით, მაგრამ ეს ყველაფერი ფუჭი იქნება, თუ მამულს არ გავწმენდთ შიდა თუ გარე მტრებისგან!
შვილებს უბრალოდ დავკარგავთ გადაგვარებით!!!
როდესაც რაღაც მნიშვნელოვანი ხდება და ამას “ლაივებით” ვაშუქებთ, სულ თქვენი კომენტარები მხვდება, ნეტა მანდ ვიყო, თქვენს გვერდით ვიდგებოდიო….
მესმის თქვენი სინანული და ამიტომ გთხოვთ გაბედულად, სთხოვეთ საკუთარ ოჯახის წევრებს, თქვენს მაგიერ დაგვიდგნენ გვერდში, ეს ბრძოლა ხომ მათი მომავლისთვისაა!!
დღეს, 24 დეკემბერს, 16 საათზე,
ვიკრიბებით მარჯანიშვილის მეტროსთან და მივდივართ სახალხო დამცველის ოფისთან, რადგან შიდა მტრებიდან, დღეს სწორედ ლომჯარიაა ამ ბიჭების საქმის კურატორი!
ის ითხოვს მათ დასჯას!
ის ახმოვანებს გარე მტრის სურვილებს!
ისაა ამერიკის ელჩისა და ევროკავშირის მაღალჩინოსნების ცუციკა, ერისთვის საშიში ძალაუფლებით ხელში!
მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული თუ როდემდე გასტანს ეს უსამართლობა!
ეს ბიჭები თვეებია მოწყვეტილნი არიან ოჯახებს და სამუშაოს, რითაც არჩენდნენ შვილებს!
მათ ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ!

Возможно, это изображение (1 человек, стоит и текст)

Cesko