სერიალ ,,ჩემი ცოლის დაქალებში” ელვირის დედის როლს კალათბურთელ ზაზა ფაჩულიას სიდედრი, ზეინაბ დვალიშვილი თამაშობს. ის სიძეზე ,,კვირის პალიტრასთან” ყვება:
-ადამიანში იუმორის გრძნობას ძალიან ვაფასებ და ზაზამ თავისი იუმორით მასთან ურთიერთობა გამიადვილა. სულ მაშაყირებს. მეც არ ვაკლებ, მაგრამ ის მჯობნის. სერიალში რომ მნახა, მითხრა, ზეიკო, შენი იმედი მაქვს, ისე არ ითამაშო, ტელეფონში შენი ნომერი საერთოდ წავშალოო. რამდენიმე დღის წინ ვკითხე, ხომ არ წაგიშლია-მეთქი და არაო.
თურმე საღამოს შინ რომ ბრუნდება, ჩემს ქალიშვილს ეკითხება, ზეიკო დღეს არ თამაშობსო. მასში განსაკუთრებით ის მომწონს, რომ მიზანდასახულია. სულ სწავლობს. არაჩვეულებრივი მეგობარია, ყველა პატივს სცემს, საკალათბურთო სივრცეში ავტორიტეტი აქვს. ზაზა დასაყრდნობი და უღალატო კაცია, მეგრული სისხლი აქვს. მიხარია, რომ მისი სამომავლო გეგმები საქართველოსთანაა დაკავშირებული. შვილებს ქართულად ზრდის, ქართველი ძიძები ჰყავს. შინ ინგლისურად ლაპარაკს კრძალავს. ზაფხულობით რომ ბრუნდებიან, შვილები აქაურ საზაფხულო სკოლაში დაჰყავს.
კვირის პალიტრა