გადარჩენილების სელფი – რა ტრაგედიას გადაურჩა 15 ადამიანი საირმე-ბაღდათის გზაზე

December 23, 23:34
0
2198

საირმე – ბაღდათის დამაკავშირებელ გზაზე ზვავი ჩამოწვა და ლამის 15 ადამიანი მოიყოლა. ისინი სასწაულებრივად გადარჩნენ, ავტომობილებიდან გადმოსვლა ყველა მგზავრმა დროულად შეძლო.

„ჩვენ ვართ ეს თხუთმეტი კაცი. ვერ მივიღეთ შველა, მაგრამ მშვიდობით დავბრუნდით საკუთარი ფეხით სასტუმროში, ორი ზვავი გადმოვიარეთ. მადლობა ღმერთს, ფეხებმა არ გვიმტყუნა“, – წერს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის ხელმძღვანელი”, თამარ ღლონტი და ფოტოს აქვეყნებს წარწერით ,,გადარჩენილები”.

Cesko