ბიზნესმენი ფადი ასლი პრემიერის მიერ გაკეთებულ განცხადებას კომპანიის Rothschild-ის დაქირავების შესახებ სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
„ღარიბაშვილის მიერ როტშილდის დაქირავება, რომ საქართველო “აღმოსავლეთის ლუქსემბურგად” აქციოს ჰგავს იმას, მე რომ მონიკა ბელუჩი დავიქირაო, რათა მის სამყარო გავხდე!“- წერს ბიზნესმენი.
ფინანსური ჯგუფი დავიქირავე, ინიციატივაა ქვეყანა აღმოსავლეთის ლუქსემბურგი გახდეს. მსოფლიოში რიგით მეორე და ევროპაში პირველი ფინანსური ჯგუფია, მისი ერთ-ერთი ინიციატივაა, საქართველო ეტაპობრივად გარდაიქმნას და პოზიციონირდეს, როგორც აღმოსავლეთის ლუქსემბურგი. Luxemburg of the East – ეს იყო მათი ერთ-ერთი იდეა და შემოთავაზება. ასევე დიდი დაინტერესებაა იმისა, რომ საქართველო გარდაიქმნას, პოზიციონირდეს, როგორც რეგიონული ფინანსური ჰაბი და სტრატეგიული ინვესტორების მოძიებაზეც იქნება მუშაობა და საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ახალი ფინანსური რესურსების შემოდინებაზე.
ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების კონფერენციაზე განაცხადა, რომელიც ონლაინ-რეჟიმში გაიმართა.