“ოჯახის ახლობელმა- საქმეში მოსაწევიც ფიგურირებსო… ხოდა ვაი მას, ვინც გააუბედურა ჩვენი ახალგაზრდობა, ჩვენი მომავალი”

December 23, 13:28
0
439

ჟურნალისტიკის დოქტორი ხათუნა საგინაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

კატასტროფა ხდება ჩვენს თავს… მამა შვილებს არ ინდობს, შვილი დედას, ქმარი ორსულ ცოლს…
საშინელი ტრაგედია დატრიალდა ვარკეთილში – ბიჭმა, ფაქტიურად, არა მხოლოდ ცოლი მოკლა, არამედ საკუთარი ორი შვილი – ერთი დედის საშოში, მეორე კი, ერთი წლის, ფსიქოლოგიურად – დედის სიკვდილი აყურებინა 😢 (((
ჭეშმარიტად ბოლო ჟამში ვარ, მძლავრობს ბოროტი, ხალხი შეურაცხადი გახდა… სიტყვა-სიტყვით ხდება სახარების სიტყვები – ბოლო ჟამს მამა შვილის წინააღმდეგ და ქალიშვილი დედის წინააღმდეგ…
თუმცა ამით პასუხისმგებლობას ვერ აცდებიან ისინი, ვისაც წვლილი მიუძღვით ამაში…ვინც ახალგაზრდობა ჯოჯოხეთის გზას შეუყენა:
ოჯახის ახლობელმა თქვა, საქმეში მოსაწევიც ფიგურირებსო…
ხოდა ვაი მას, ვინც გააუბედურა ჩვენი ახალგაზრდობა, ჩვენი მომავალი
” მისთვის უმჯობესი იქნებოდა წისქვილის ქვა დაეკიდათ კისერზე და ზღვაში გადაეგდოთ, ვიდრე ერთი ამ მცირეთაგანი ეცდუნებინა!!!”

Cesko