კორონავირუსით უხუცესი დეკანოზი ელგუჯა ლოსაბერიძე გარდაიცვალა

December 23, 09:24
0
1367

სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის უხუცესი დეკანოზი, თბილისის წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი ელგუჯა ლოსაბერიძე კორონავირუსის გართულების შედეგად გარდაიცვალა.

დეკანოზი 1972 წლიდან იყო ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის​ მღვდელმსახური.

იგი 1980 წელს დადგინდა თბილისის წმინდა დიდმოწამე ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვრად.

Cesko