„წერილში ბოდიში მოიხადა ასეთი დასასრულის გამო…“ – 37 წლის ჯიმი ქუქალიამ თავი მოიკლა

December 22, 23:11
0
1651

ტრაგედია დატრიალდა 21 დეკემბერს თბილისში. 37 წლის ჯიმი ქუქალიამ სიცოცხლე სუიციდით დაასრულა. ავტომობილების მოყვარულები, მას როგორც „მერსედესის“ მარკის ავტომობილების საუკეთესო სპეციალისტს ისე იცნობდნენ.

როგორც „პრაიმტაიმს“ მისმა მეგობარმა განუცხადა, ამ წუთებში ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, მოგვიანებით მშობლიურ სამტრედიაში გადაასვენებენ.

„ყველანი შოკში ვართ… ვერ ვხდებით რამ მიიყვანა ამ მძიმე და გადაყვეტილებამდე… მას ისე უყვარდა სიცოცხლე, ისეთი ლაღი და ხალისიანი იყო, ასე დასასრულს არ იმსახურებდა…

ჯიმი საუკეთესო სპეციალისტი იყო საქართველოში. ის ხელოსანი კი არა ნოვატორი იყო თავის საქმეში. მას შეეძლო „მერსედესის“ მარკის ავტომობილების ძრავისთვის ცხენის ძალა მოემატებინა და საერთოდ გადაეკეთებინა მისი მონაცემები. ამიტომაც ყველა მასთან მიდიოდა. წლებია ამ სფეროში იყო და დიდი გამოცდილებაც დააგროვა.

ყველა, ვისაც ავტომობილზე რაიმე პრობლემა ჰქონდა, მასთან გარბოდა. იცოდნენ, რომ ის აუცილებლად დაადგენდა მიზეზს და აღმოფხვრიდა. საუკეთესო ადამიანი და მეგობარი იყო, ძალიან მხიარული, ენერგილი და სასწაული იუმორის პატრონი. მასთან ვერასდროს მოიწყენდით…

ბოლოს, ორი კვირის წინ ვესაუბრე, ისეთი მხიარული და ბედნიერი იყო ვერაფერს შეატყობდით… ამიტომაც არის დაუჯერებელი და წარმოუდგენელი მისი ასეთი დასასრული…

დაახლოებით 2018 წლიდან დაიწყო მისი ფინანსური პრობლემები. ერთი პერიოდი ბათუმში გადავიდა საცხოვრებლად და იქ საქმიანობდა. როგორც ახლა გავიგე, აზარტულ თამაშებსაც თამაშობდა, მაგრამ რა გახდა მისი სუიციდის ზუსტი მიზეზი ჯერ არ ვიცით… ის ყველას საუკეთესო მეგობარი იყო, ახლაც მასზე წარსულში, რომ გესაუბრებით ძალიან მიმძიმს… დატოვა წერილი, სადაც ბოდიშს უხდის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ასეთი დასასრულის გამო… და წავიდა…“ – ამბობს ჯიმის მეგობარი…

წყარო:„პრაიმტაიმი”

Cesko