„შენს სისხლს არავის შევარჩენთ, გპირდები!“ – რა დაწერა ქმრისგან მოკლული 22 წლის ორსული გოგონას დამ?

December 22, 22:49
0
619

ვარკეთილში, 22 წლის ორსული გოგო, რომელიც სავარაუდოდ მეუღლემ მოკლა ქეთა კეპულაძეა. მისი და მარიამ კეპულაძე სოციალურ ქსელში შემდეგ სტატუსს აქვეყნებს:

„ჩემი ორი ანგელოზი… შენს სისხლს არავის შევარჩენთ გპირდები!

შეხვედრამდეე ჩემო ტკბილო…. „

ვარკეთილში ოჯახური კონფლიქტი საზარელი მკვლელობით დამთავრდა. ქმარმა, გოგა გზირიშვილმა ხუთი თვის ორსული ცოლი სამზარეულოს დანით მოკლა. ამ ტრაგედიას კიდევ უფრო ამძიფრებს ის, რომ მამაკაცმა ცოლს ხუთი სასიკვდილო ჭრილობა  1 წლის შვილის თვალწინ მიაყენა. მეზობლებმა  გზირიშვილების ნაქირავები სახლიდან ქალის განწირული ხმა გაიგეს. პოლიციას ქალი გარდაცვლილი დახვდა. მამაკაცს მიმალვა არ უცდია, სამართალდამცვაბს თავად ჩაბარდა.

როგორც ყვებიან, წყვილს ფინანსური პრობლემები ჰქონდა, გოგა გზირიშვილი უმუშევარი იყო.

-კონფლიქტის გამო წამოვიდა სახლიდან და ერთი კვირა ჩემთან იყო სახლში. მერე მისი ქმარი მოვიდა და წაიყვანა, – ყვება ოჯახის ახლობელი.

 

Cesko