გახარია – “სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა “ოცნებასთან” შეთანხმებას ხელს უშლის”

December 22, 20:44
0
282

გახარია - "სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა "ოცნებასთან" შეთანხმებას ხელს უშლის"პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია მიიჩნევს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების თაობაზე ეროვნული შეთანხმების პროცესს აფერხებს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია შეთანხმება ზეპარტიულ საკითხებზე მოხდეს და მოქალაქეების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იყო ორიენტირებული.

კონკრეტული ადამიანების საკითხის დაყენება ეროვნული შეთანხმების კონტექსტში, ზუსტად რომ აფერხებს ამ შეთანხმებას, ეროვნული შეთანხმება უნდა მოხდეს ზეპარტიულ საკითხზე, როგორიც არის ქვეყნის დემოკრატიული განვითარება, საგარეო ორიენტაცია, დეოკუპაცია და კიდევ ბევრი რამ. შიმშლობა, რა თქმა უნდა, არის პროტესტის ფორმა, მაგრამ მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის ის, რაც მიგვიყვანს იმ შედეგამდე, რომელიც ქვეყანას სჭირდება. ქვეყანაში რეალური პრობლემა ახალი წლების წინ აქვს თითოეულ ოჯახს, შემოსავლების, სიღარიბის, ინფლაციის და ა.შ. ეს ის პრობლემებია, რომელზეც ყველამ ერთად უნდა ვიმუშაოთ. შეთანხმება, კონსესუსი ეროვნული უნდა შედგეს ამაზე და არა კონკრეტული ადამიანების გათავისუფლებაზე, – თქვა გახარიამ.
გიორგი გახარიამ ცოტა ხნის წინ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მოინახულა. პარტია “საქართელოსთვის” ლიდერის თქმით, მან უწმინდესს აღსაყდრებიდან 44 წლისთავი მიულოცა.

Cesko