ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, მურმან დუმბაძის, შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება მოშიმშილეთა შეურაცხყოფას ცდილობს. კობახიძის წინაპრებს რომ არ ეშიმშილათ, დღეს ჩვენთან საბჭოთა კავშირი იქნებოდა – განაცხადა ტვ პირველის ეთერში მურმან დუმბაძემ.
მთავრობა ქილიკობს, ამ ქილიკით მოშიმშილეებს კი არ აყენებს შეურაცხყოფას. კობახიძე რომ გამოდის, საქართველოს მთავრობის მეთაური, ერთ-ერთი პირველი პოლიტიკური პირი, 80-იან წლებში იმ ხალხს რომ არ ეშიმშილა, ახლა ჩვენთან კიდევ საბჭოთა კავშირი იქნებოდა, მაგისი წინაპრებს რომ არ შიმშილა, ახლა კობახიძე კარგი კომკავშირელი იქნებოდა, გამოხუხუნებული კომკავშირელი, ცეკა-ს ინსტრუქტორი. ნუ აყენებს შეურაცხყოფას, მაჰათმა განდის უშიმშილია, რა არის აქ სირცხვილი?! – განაცხადა მურმან დუმბაძემ.