თბილისში მამაკაცმა ხუთი თვის ორსული მეუღლე მოკლა

December 22, 18:33
0
78

მკვლელობა მოხდა ვარკეთილში. ახალგაზრდა მამაკაცმა ხუთი თვის ორსული მეუღლე მოკლა. ქალს სასიკვდილო ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.

„კურიერის“ ინფორმაციით მამაკაცი უკვე დაკავებულია. პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მამაკაცს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

კურიერის გადამღები ჯგუფი დანაშაულის ადგილზე მუშაობს და დამატებით დეტალებს კურიერის 9 საათიან გამოშვებაში გაიგებთ.

Cesko