უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში, აშშ რუსეთში თვითმფრინავების, მანქანების კომპონენტებისა და სმარტოფნების ექსპორტის აკრძალვასაც გეგმავს – „როიტერი“

December 22, 17:27
0
78

„როიტერის“ ცნობით, აშშ რუსეთში სმარტფონების ექსპორტის შეზღუდვას განიხილავს. როგორც სააგენტო წერს, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში შეიჭრება, აშშ-ის მთავრობა რუსეთში სმარტფონების, თვითმფრინავებისა და მანქანების ძირითადი კომპონენტების ექსპორტის აკრძალვას გეგმავს.

როგორც „როიტერის“ წყარო იუწყება, ეს არის მხოლოდ ნაწილი იმ ზომებისა, რომელთა გატარებასაც ვაშინგტონი რუსეთის წინააღმდეგ განიხილავს.

„განხილული ზომები შეიძლება, იყოს უპრეცედენტო და რუსეთს შეუზღუდავს წვდომას ფართო მოხმარების სამეწარმეო და სამომხმარებლო ტექნოლოგიებთან“, – აცხადებს ანონიმური წყარო „როიტერთან“ საუბარში.

მანამდე, „სიენენმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთი მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ კიდევ ერთი აგრესიის შემთხვევაში, ვაშინგტონი რუსეთის პრეზიდენტის გარემოცვისა და ოჯახის წევრები მიმართ სანქციებს დააწესებს. ასევე, განიხილება რუსეთის გათიშვა საერთაშორისო საგადასახადო სისტემა SWIFT-დან.

1 tv.ge

Cesko