“მოგმართავთ თქვენ, ვინც ჩემი, ჩემი ძმის და მეგობრების მიმართ ცრუ და ჩვენებები მიეცით!” – მეგის ქარდავას წერილი ციხიდან

December 22, 07:44
0
94

სოციალურ ქსელში, მეგის ქარდავა წერილს ავრცელებს:

“მინდა მოგმართოთ თქვენ, ვინც ჩემი, ჩემი ძმის და მეგობრების მიმართ ცრუ და გამოგონილი ჩვენებები მიეცი!

ვიცი,
ზოგიერთმა ეს საკუთარი სიცოცხლის შესანარჩუნებლად გააკეთეთ, ზოგიერთმა საკუთარი კეთილდღეობისთვის.

ვინც ეს საკუთარი სიცოცხლის შესანარჩუნებლად გააკეთეთ, რადგან ვერ გაუძელით წამებას, არაადამიანურ მოპყრობას და სექსუალური ძალადობის მუქარას, მინდა ბოდიში მოგიხადოთ თქვენ და თქვენს ოჯახის წევრებს ამ ყველაფრისათვის!

ვინც ეს საკუთარი კეთილდღეობისთვის გააკეთეთ, გეტყვით, რომ თქვენს მიმართ არანაირი შურისძიების გრძნობა არ გამაჩნია, მაგრამ მინდა იცოდეთ: ” არა არს დაფარული რომ არ გაცხადდეს “.

ყველამ დაინახა, ვინც უსამართლობაზე თვალი დახუჭა, თვითონაც გახდა იმ უსამართლობის მსხვერპლი!

მარტივი ჭეშმარიტებაა: ” თუ უსამართლობას ხელს შეუწყობ და თვალს დახუჭავ, ნუ გაგიკვირდება რომ ეს უსამართლობა შენს კარებზეც დააკაკუნებს “

Cesko