კოვიდმა მაინც თავისი გაიტანა!!! – ვინ არის “ბუსტერით” აცრილი ლექტორი, რომელიც კოვიდმა იმსხვერპლა?

December 21, 21:54
0
2422

საფრანგეთი-საქართველოს ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი, ნუგზარ (სულა) სულაშვილი საწუხარო ფაქტს გვამცნობს, რომ გარდაცივალა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი , გია ყუფარაძე , რომელიც ბუსტერ დოზით იყო აცრილი, მაგრამ კოვიდი მაინც ვერ დაამარცხა. ინფორმაცია ამის შესახებ Tia.ge-მ გაავრცელა.

“გარდაიცვალა უწესიერესი კაცი Gia Kuparadze. დიდი იმედის მიუხედავად, ვინაიდან ბუსტერითაც იყო აცრილი კოვიდმა მაინც თავისი გაიტანა.

გთხოვთ ატაროთ პირბადე და დაიცვათ როგორც საკუთარი ისე სხვისი ჯანმრთელობა.

აცრა ნუ გაგათამამებთ!!! “, – წერს სოც,ქსელში ნუგზარ სულაშვილი.

ბუსტერ დოზით აცრაზე გია ყუფარაძე თავადვე წერდა საკუთარ გვერდზე. მან 30 ნოემბერს მიმართვა გამოაქვეყნა, რომ აცრის შემდეგ თავს კარგად გრძნობდა.

Cesko