“მელიას სხვა გზა არ ჰქონდა, იმისთვის რომ დაიხსნას ეს შახიდი მიშისტები, რომლებიც მას მოღალატეს ეძახდნენ” – ჩერგოლეიშვილი

December 21, 21:46
0
394

“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი, “ტვ პირველთან” ამბობს:

“შიმშილობა, როგორც აქტი, ზოგადად მიუღებელია ჩემთვის. შიმშილობა არ არის ბოროტმოქმედების წინააღმდეგ ჩართული, ეს არის შენი თანამებრძოლების წინააღმდეგ ჩართული წამზომი. თან შიმშილობა დაიწყო, შეიძლება ისეთი მოთხოვნით, რომლის შესრულების მზაობაც არის.

ჩემი აზრით, მელიას უბრალოდ სხვა გზა არ ჰქონდა, მოლოდინები შეიქმნეს ჯერ იმისი, რომ ყველანი ნულები ვართ და მარტო მიშას შეუძლია ბიძინას გადაგდება და გვაძახებინეს, რომ აი, ყველანი ხართ ნულები და მიშა უნდა ჩამოვიდეს და რაღაცას ეშველოს, ჩამოვიდა ეს მიშა, დაიჭირეს, ათრიეს, ვკვდებიო, დღეში სამჯერ გვწერდა და ხალხი ქუჩაში არ გამოვიდა. გაირკვა რომ ნოლები არ ვყოფილვართ. ნიკა მელიას ეს აქტი არის უფრო შიდა მოხმარებისთვის, იმისთვის რომ დაიხსნას ეს შახიდი მიშისტები, რომლებიც მას მოღალატეს ეძახდნენ, იმიტომ რომ მიშა ვერ გამოიხსნა.”

Cesko