„სასამართლო გვაქვს… იმედია, არ წამართმევენ მამას“ – რა ხდება ნანიკო ხაზარაძისა და მისი მშობლის ირგვლივ?

December 21, 15:43
0
1372

ტელეწამყვანმა ნანიკო ხაზარაძემ რამდენიმე თვის წინ მამა მოხუცთა თავშესაფარში მიიყვანა. მამამისს დემენცია აქვს, რომელიც მწვავე ფორმებში მიმდინარეობს.

ნანიკო ხაზარაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს, რომ დღეს სასამართლო პროცესი აქვს, სადაც უნდა გადაწყდეს, წაართმევენ თუ არა მამას.

„ლექციის თემა „მწვავე აპენდიციტი“ ნამდვილი სტუდენტები ჰყავს. დემენციამ ვერაფერი დააკლო ცოდნას… ლექციის შემდეგ სასამართლო გვაქვს, უნდა მომანიჭონ მეურვეობის სტატუსი. იმედია, არ წამართმევენ მამას“ – წერს ნანიკო ხაზარაძე.

წყარო: digest.pia.ge

Cesko