“სად, 10 000 რომ იქნება ქუჩაში, როცა მოლაპარაკება მიმდინარეობს და სად -100 000” – ხაბეიშვილი

December 21, 14:55
0
170

“ენმ”-ის წევრი, ლევან ხაბეიშვილი, მედიასთან აცხადებს:

“სად, პირობითად 10 ათასი რომ იქნება ქუჩაში, როცა მოლაპარაკება მიმდინარეობს და სად -100 ათასი რომ იქნება, სად, პირობითად, კვირაში ერთხელ რომ იქნება აქცია და სად – ყოველ დღე რომ იქნება. დამერწმუნეთ, რეჟიმი ჩამოიშლება მხოლოდ ჩვენი, მოქალაქეების აქტიურობის შედეგად. ამ შემთხვევაში მოლაპარაკებებს ექნება აზრი და უკანაც დაიხევენ. საერთოდ არ უნდოდათ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანა, მაგრამ ბრძოლამ შედეგი გამოიღო.

ყრუ კედელი აქვს ხელისუფლებას აშენებული და ჯერ ეს ყრუ კედელი უნდა დავანგრიოთ, რომ მერე გავაგონოთ. თუ წამოვწვებით თბილად და ვიტყვით, ვიცხოვროთ ჩვენ გაჭირვებაში, კაცო, იქ ჩინოვნიკების ოჯახის წევრებმა იგრიალონ, ჩვენ ვიცხოვრებთ ჩმორებივით, ახალ წელს ვერ შევხვდებით, ვერც სესხს გადავიხდით, ვერც შვილს ვასწავლით, იმათ ასწავლონ შვილებს ჰარვარდში, დაისვენონ უცხოეთში, მე ვარკეთილიდან ვერ გავალ რუსთაველზე, გზის ფული არ მაქვს, იყოს, კაცო ასე, ასე თუ ვიქნებთ, ბოლომდე დაგვაჩმორებენ და გვეტყვიან, რომ ყველაფერი კარგადაა, მერე რა თუ ზეთი 10 ლარი გახდა?.”

Cesko