,,მეორე შვილის გაჩენას აღარ ვაპირებდით, ნიკო დაუგეგმავად გაჩნდა” – ნიკო ქაჯაიას დედა

December 21, 12:05
0
58

10 წლის ნიკოლოზ ქაჯაიამ მართალია, საბავშვო ,,ევროვიზიაზე” ვერ გაიმარჯვა და მეოთხე ადგილი აიღო, მაგრამ მან ევროპის დიდ სცენაზე შთამბეჭდავად იმღერა და უამრავი ადამიანის გული მოიგო. პარიზში, კონკურსზე გამგზავრებამდე ნიკოლოზის დედამ, ლიკა გუმბარიძემ ,,სარკეს” უამბო:

“დედაჩემი მუსიკოსია, ფორტეპიანოს მასწავლებელი, ბებიაც – ასევე. ბაბუა ექიმი იყო და თან მუსიკალური ტექნიკუმი ჰქონდა დამთავრებული. ბიძაჩემი ცნობილი ექიმი გოგიტა გეგელაშვილია, რომელიც კარგად მღერის. ნიკო მუსიკის მიმართ განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა. მაშინ მივხვდით, რომ საბოლოოდ ამ მიმართულებით წავიდოდა.

ნიკო ასხივებს დადებით ენერგიას, რადგან შინაგანად ძალიან სუფთა ადამიანია. ძალიან ბავშვურია. არასოდეს გეგმავს, სად რა თქვას, არ იზეპირებს ფრაზებს ინტერვიუსთვის და ეს ბავშვურობა, უშუალობა აქვს რაღაცნაირი. მაყურებელმაც დაინახა ალბათ მისი უშუალობა და ყველას მოსწონს.

ხატავს, ძერწავს, წერს, კომიქსებს აკეთებს და აფორმებს თავისი ნახატებით. აინტერესებს კოსმოსი, ზებუნებრივი და საინტერესო მოვლენები, ამაზე გადაცემებსაც უყურებს.

ნიკოლოზი ჩვენი მეორე შვილია. ზუკა სტუდენტია უკვე. მეორე შვილის გაჩენას აღარც ვაპირებდით, ნიკოლოზი დაუგეგმავად გაჩნდა და ასეთი დიდი სიხარულიც მოგვიტანა.

ნიკოლოზის მამა, ვახტანგ ქაჯაია, ეკონომისტია და ,,საქართველოს ბანკში” მუშაობს. მე ექიმი ვარ, სამედიცინო უნივერსიტეტში ვკითხულობ ლექციებს და ადმინისტრაციაშიც ვმუშაობ”, – განუცხადა “სარკეს” მომღერლის დედამ.

Cesko