„ამ 23 წლის ბიჭმა, დღეს დილით თავი მოიკლა ბათუმში… კიდევ ერთი ულამაზესი ბიჭის სიცოცხლე – გუშინ ლუკა წავიდა ამ ქვეყნიდან, დღეს დილით კი ნიკა”

December 21, 11:30
0
719

23 წლის ბიჭმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სოციალურ ქსელში სამწუხარო ცოტა ხნის წინ გავრცელდა:

„კიდევ ერთი ულამაზესი ბიჭის სიცოცხლე – გუშინ ლუკა წავიდა ამ ქვეყნიდან. დღეს დილით კი ნიკა. ამ 23 წლის ახალგაზრდა ბიჭმა, დღეს დილით თავი მოიკლა ბათუმში. მიზეზი ბევრია: ნახეთ რას წერს თავისი მეგობარი ქრისტინე მათიაშვილი სოციალურ ქსელში.

„ნიკუშამ, ყველაზე პოზიტიურმა ადამიანმა დღეს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. იცით რის გამო?! იმიტომ, რომ ბინა გაუყიდეს! იმიტომ, რომ სამსახური ვერ იშოვა! იმიტომ, რომ ქირას ძლივს იხდიდა! იმიტომ, რომ თავი ტვირთად მიაჩნდა! იმიტომ, რომ უამრავი იმიტომ! იმიტომ, რომ ეს ქვეყანა გვკლავს და გვახრჩობს! მეზიზღებით! კიდევ რამდენი ადამიანი უნდა შეიწიროს ამ ქვეყანამ?! გაჭირვების გამო ხალხი თავს იკლავს! მეზიზღებით! ძალიან მეზიზღებით!“, – წერს გარდაცვლილის მეგობარი.

Cesko