“კარგი იქნება ღარიბაშვილს რომელიმე დეპუტატი ერთ კახურ ანეკდოტს თუ მოუყვება…” – ხუხაშვილი

December 21, 09:41
0
447

პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი:

“ღარიბაშვილი მაცივარს ეჩხუბება – ქაღალდზე ორნიშნა ზრდა, მაცივარში ორნიშნა კლება.

კარგი იქნება რომელიმე დეპუტატი ერთ კახურ ანეგდოტს თუ მოუყვება:

მიხომ უნივერსტეტი დაამთავრა და სოფელში დაბრუნდა.
ერთ დღეს მამასთან ერთად სადილობს.

მიხო, თბილისში რა ისწავლე? – ჰკითხა მამამ.

ფილოსოფია – ამაყად უპასუხა მიხომ.

ეგ რა არის?

აი თევზს ხომ ხედავ? მე შემიძლია გელაპარაკო და ეს თევზი ორად მოგაჩვენო.

კარგი შვილო, მაშინ ამას მე შევჭამ და რომ მომაჩვენებ, ის შენ შეჭამე – უპასუხა მამამ.

მაცივარიNational”

Cesko