გურჯაანში კორონავირუსით 19 წლის ბიჭი გარდაიცვალა

December 20, 23:45
0
46

კორონავირუსით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში, 19 წლის გიორგი ლუაშვილი გარდაიცვალა. ახლობლების ინფორმაციით, ინფექცია გარდაცვლილს და დედამისს, ერთდროულად დაუდასტურდათ.

ინფიცირებულებს სტაციონარში მკურნალობდნენ. ქალი გამოჯანმრთელდა, გიორგი ლუაშვილი კი, ინფექციით წარმოშობილი გართულებებით, დღეს, დილით გარდაიცვალა. ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სავარაუდოდ, ჭარბი წონის გამო დამძიმდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ მოახერხეს. გარდაცვლილი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით აცრილი არ იყო. კახეთში 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდის კორონავირუსით გარდაცვალების უკვე ათამდე შემთხვევა დაფიქსირდა.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობის კლება შეინიშნება, დღეს კახეთში, კორონავირუსის 71 შემთხვევაა გამოვლენილი.

Cesko