„წმინ­და ნი­კო­ლოზს შევ­თხოვ, რომ „გონი მი­ე­ცი გან­მსჯე­ლებს, სი­ნა­ნუ­ლი მკვლე­ლებს…“ – ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას დედა

December 20, 23:36
0
296

ვერაზე მოკ­ლუ­ლი  ნიკო კვა­რა­ცხე­ლი­ას დედა, იზა ომა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

„ეს შარ­შან იყო…წა­ვე­დით ერ­თად ტა­ძარ­ში, ვე­ვედ­რეთ, ვე­სა­უბ­რეთ წმინ­და ნი­კო­ლოზს, მაგ­რამ მსგავ­სი არა­ფე­რი გვი­თხო­ვია, ვის შე­ეძ­ლო წარ­მო­ედ­გი­ნა, რომ მსგავ­სი ბო­რო­ტე­ბა არ­სე­ბობ­და. ნი­კო­ლო­ზო­ბას გი­ლო­ცავთ, ნიკო, ნი­კო­ლოზ, ჩვე­ნო პირ­ვე­ლო სი­ხა­რუ­ლო და პირ­ვე­ლო გა­ნუ­ზო­მე­ლო ტკი­ვი­ლო!!!

წმინ­და ნი­კო­ლო­ზი გფა­რავ­დეს ზე­ცა­შიც, ჩემო ზე­ცი­უ­რო ან­გე­ლო­ზო, მას შევ­თხოვთ იქაც შენს მფარ­ვე­ლო­ბას. წმინ­და ნი­კო­ლოზს შევ­თხოვ რომ „გონი მი­ე­ცი გან­მსჯე­ლებს, სი­ნა­ნუ­ლი მკვლე­ლებს და მის მშობ­ლებს, დამკვეთებსა და ხელ­შემ­წყო­ბებს…უზო­მოდ გვე­ნატ­რე­ბი და გა­უ­საძ­ლი­სია უშე­ნოთ ყო­ვე­ლი დღე.

ნიკო შენი და ჩვე­ნი ოჯა­ხის სა­ხე­ლით ყვე­ლას ვუ­ლო­ცავ ნი­კო­ლო­ზო­ბას, მისი მად­ლი და წყა­ლო­ბა არ მოგ­კლე­ბო­დეთ. შე­გე­წი­ოთ და გი­წი­ნამ­ძღვროთ წმინ­და ნი­კო­ლოზ­მა, მე კი მინ­და მად­ლი­ე­რე­ბა გა­მოვ­ხა­ტო, ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბის, სრუ­ლი­ად უც­ნო­ბი ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­შე, ვინც თა­ვის წილ სიყ­ვა­რულს გიგ­ზავ­ნის ყო­ველ­დღი­უ­რად (ლექ­სად, სა­ჩუქ­რად, ჩა­ნა­ხა­ტად).

P.S. მინ­და პა­ტი­ე­ბა გთხო­ვოთ, ჩემი ემო­ცი­ე­ბის გა­მო­ხატ­ვის გამო, ასე სა­ჯა­როდ სო­ცი­ა­ლურ სივ­რცე­ში, მაგ­რამ გპირ­დე­ბით კა­ნო­ნის აღ­სრუ­ლე­ბის შემ­დეგ მხო­ლოდ ნი­კოს სა­ხე­ლით გა­კე­თე­ბულ კე­თილ საქ­მე­ებ­ზე მო­გიყ­ვე­ბით”.

Cesko