“მომსახურე ქართული ელიტები 25 წელია ნატოთი და ევროკავშირით შარლატანობენ, რითაც მათ თუქსუსის ფუნქციას უსრულებენ”

December 20, 13:30
0
642

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

ეს რა ჩამოსხმაა, ნახეთ!
ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრეზიდენთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ:

“ნატო არ აპირებს გადაარჩინოს უკრაინა რუსეთის აგრესიისაგან, რუსეთისათვის იმის გარანტირებით, რომ თავის შემადგენლობაში არ მიიღებს უკრაინას”.
რა ეშლება ნატოს გენერალურ მდივანს?!
ბევრი რამ!
მთავარი ისაა, რომ იგი ვერ გრძნობს ამ ორგანიზაციის
ავტორიტეტის დაკარგვასა და ამ დაპირებული უბადრუკი
ქვეყნების რუსეთის საწინაააღმდეგოდ პროვოკაციების მოწყობისათვის გამოყენების ამორალურობას!
2008 წელს ვერ მიიღეთ გადაწტვეტილება,
ახლა ვერ იღებთ, რადგან ახლა შანსიც კი არ გაქვთ,
მომავალში კიდებ მეტად არ იქნება შანსი!
მიღება რომ გსურდეთ,
როცა ეს საკითხი დადგა, – მკაცრად დაგესვათ სააკითხი:
აი, ესაა სასწრაფოდ გასაკეთებელი და ამისთვის გაძლევთ
ფულსო – მოაწყვეტ სახელმწიფო შესაბამისადო!
25 წელი, დასავლეთის მოცემული მილიარდები
კორუმპირებული ხელისუფლებების მუცლის ამოყორვას დასჭირა, – ცოტა რამ მოხმარდა ჯარსა და სავალუტო რეზერვის შექმნა გაძლიერებას!
დანარჩენი, აქ მოვლენილი დასავლელი ჩინოვნიკებისა და ქართველი ჩინოვნიკების “გაიმასქნებულია!”
მილიონები უტიფარი და ცალტვინა ნეო-კომკავშირული ე.წ. “ენჯეოების” დაფინანსებას მოხმარდა და მიღებული იქნა მახინჯი წარმონაქმნები, რომლებმაც დასავლეთს უფრო მეტად დაუკარგა ავტორიტეტი საქართველოში, ვიდრე სხვა რამემ!
ეს ფული რომ განათლების, მეცნიერების, ქართულიკულტირა და ქართველთა ინტელექტუალური დონის ასამაღლებლად, ეკონომიკის მოდერნიზაციასა და დასაქმებაზე მიგემართათ, თქვენი ფასი სხვა არავინ ეყოლებოდა ქართველს! მაგრამ არა, სხვა მიზნები გქონდათ!
როცა არ გესმის, რა კულტურასთან გაქვს საქნე და ამ ხალხს (ქართველებს) მე-19 ს.-ის პაპუასებად აღიქვამ ისე, რომ ისიც ვერ გაგირკვევია, ეს ხალხი ამ მდგომარეობაში საკუთარი მიამიტობის გამო მის მიერ მხარდაჭერილმა კომპრადორულმა/გამყიდველმა ე.წ. “ინტელიგენციამ” და მის მიერ მომსახურებულმა უპასუხისმეგებლო ხელისუფლებებმა აქციეს, რომლებიც
25 წელია ნატოთი და ეროკავშირით შარლატანობენ,
ამისთვის ბლომად ფულსაც იღებენ, სანაცვლოდ კი,
სახელმწიფო და ხელისუფლების ფუნქციებს სულ
ცალ ფეხზე იკიდებენ,
კლასიკური ევროპული ხანის სტანდარტების
შესაბამისად სახელმწიფოს მოწყობის ნაცვლას,
იგი ფეოდალური ხანის განუკითხავ კლანურ კვაზი-სახელმწიფოებრივ წარმონაქმნად აქციეს თქვენი წაყრუებითა და საქართველოს ინტერესების ფეხებზე დაკიდებით,
რადგან თქვენ საქართველო და ქართველი ხალხის განვითარება და მისი ევროპასთან თანამშრომლობა კი არ გსურდათ, არამედ, თქვენი დაფინანსების სანაცვლოდ,
მათგან რუსოფობიული განცხადებები და საკუთარი ინტერესების გატარება…
ასე არ ხდება სასიკეთო საქმეები!
ქართველი ელიტები ისტორიულად ყოველთვის ასე იქცეოდნენ:
წინააღმდეგობას რომ ვერ გაუწევდნენ, შექმნილ მდგომარეობას სარგებელის მიღების წყაროდ აქცევდნენ,
ერთმანეთს თავპირს ამტვრევდნენ, ოსმალო ჯობდა თუ სპარსი და, როცა წლებით ნატარები ბოღმის გამოვლენის საშუალებასა და დროს დაიჭერდნე, ერთასც თავპირს ამტვრევდნენ და მეორესაც…
იმედია, მიმიხვდით მინიშნებას!
არაფერი იცით ქართველების შესახებ და ამაში აგებთ მაგრად! ქართველებს რომ იცნობდეთ რამდენიმე მილიარდ დოლარს ამდენი არაფრისმაქნისისა და პარაზიტის დაფინანსებაში არ დახარჯავდით!
25 წელია, “მომსახურე ქართულმა ელიტებმა” თქვენ თუქსუსი ფუნქცია შეგისრულეს! და თქვენ უხვად
დაააჯილდოვეთ ისინი ამისთვის!
არადა, თუქსუსს ფრიად დელიკატური ფუნქცია ჰქონდა და აქვს!
არა, არა!
თუქსუსის ფუნქცია არ შეცვლილა, –
უბრალოდ, ფორმა იცვალა და ამ ფორმის ცვლილებას
წამოეგეთ!

Cesko