„სააკაშვილი თვითაღიარებების დიდოსტატია”- რა დანაშაული აღიარა სააკაშვილმა ხაინდრავას აზრით

December 20, 07:47
0
454

სააკაშვილი თვითაღიარებების დიდოსტატია. ნებისმიერი მისი გამოსვლა ამა თუ იმ დანაშაულის აღიარებაა, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. მან დავით გარეჯთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადება გაიხსენა.

„სააკაშვილი თვითაღიარებების დიდოსტატია. ეს არაერთხელ მითქვამს. ნებისმიერი მისი გამოსვლა აღიარებაა ამა თუ იმ დანაშაულის. დავით გარეჯთან დაკავშირებით, თუ გახსოვთ, გამოვიდა და თქვა, რომ ახლა დამაბრალებენ, რომ მოსკოველი ბიზნესმენისგან 70 მლნ დოლარი ავიღე და გარეჯი გავყიდეო. არგუმენტიც აბსოლუტურად ბავშვის დონეზე იყო. თქვა, რომ ეს იყო სტრატეგიული სიმაღლე, რომელიც აზერბაიჯანს სჭირდებოდა და ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ჩვენი მეგობარი ქვეყანააო. აზერბაიჯანს ვის წინააღმდეგ სჭირდებოდა ის სტრატეგიული სიმაღლე? იქ სხვა საზღვარი არ არის, საქართველოს გარდა. ისეთ სისულელეს ლაპარაკობს, არც კი ესმის!“, – განაცხადა ხაინდრავა.

მისი თქმით, აზერბაიჯანი და აზერბაიჯანელები ჩვენი მეგობრები არიან, თუმცა სააკაშვილის მიერ ასეთი სახით აზრის ფორმულირება ძალიან გაურკვეველი იყო.

Cesko