“საქართველოში ჩამოსვლას აღარ აპირებს:”ჩემს მომავალს ამერიკაში ვხედავ…”

December 20, 07:08
0
1416

15 წლის ალექსანდრე ზაზარაშვილმა კონექტიკუტის შტატის ,,ნიჭიერში” გაიმარჯვა. მან ფინალში გასვლამდე ,,სარკეს” თავის ამერიკულ ცხოვრებაზე და გადაწყვეტილებაზე უამბო:

„ამერიკელი შეროლ პორტერი მსოფლიოში აღიარებულია, როგორც ნომერი პირველი ვოკალის პედაგოგი. მე რამდენიმე თვის წინ რაღაც პროექტის გამო გავიცანი და ძალიან დავმეგობრდით… შეროლი დამეხმარა ,,ნიჭიერში” გასასვლელი სიმღერის შერჩევასა და მომზადებაში.

კონკრეტული პროექტისთვის ჩამოვედი, მაგრამ კორონას გამო მისი განხორციელება ვერ მოხერხდა და გადაიდო ჯერ ერთი თვით, მერე კიდევ… გადავწყვიტეთ, საემიგრაციო სამსახურში შეგვეტანა საბუთები. აქ რომ შეიტან საბუთებს, მერე აღარ შეგიძლია საქართველოში დაბრუნება. იწელება დრო და ჯერ კიდევ ველოდებით ცხოვრების უფლებას.

ამერიკაში ჩამოსვლას დაემთხვა ის პერიოდი, როდესაც ხმა შემეცვალა. მეშინოდა, რომ აღარ მექნებოდა ისეთი ხმა, როგორიც აქამდე მქონდა. ამის გამო დეპრესიაში ვიყავი. შეროლმა მითხრა, შენ ტყუილად ნერვიულობ, ხმა არ დაგიკარგავსო…

დღე არ გავა, სიზმარში საქართველო და მისი ქუჩები არ ვნახო. მესიზმრება, რომ ამერიკიდან სახლში ჩავდივარ… სადაც ახლა ვარ, სწორედ ამ ქვეყანაში ვხედავ ჩემს მომავალს. ამერიკაში ძალიან ფასდება შრომა, ნიჭი და აქ ვაპირებ დარჩენას.

ვიცი, ღმერთისგან დალოცვილი ვარ. როცა რამე ცუდი ხდება, ვიცი, იმიტომ მოხდა, რომ მერე უფრო კარგი რამ მელოდება. 5-6 წლიდან მონასტერში დავდიოდი, იქ ვრჩებოდი და სულ მჯერა, რომ ღმერთი მუდამ ჩემ გვერდით არის”, – განაცხადა ალექსანდრე ზაზარაშვილმა.

წყარო: “სარკე”

Cesko