ლაშა შავდათუაშვილი მსოფლიოს საუკეთესო მამაკაც ძიუდოისტად დასახელდა

December 19, 14:01
0
206

ძიუდოს მსოფლიო ფედერაციამ 2021 წლის საუკეთესო მამაკაც სპორტსმენად ლაშა შავდათუაშვილი, ამომავალ ვარსკვლავად კი ილია სულამანიძე აღიარა.

ქართული ძიუდოს ეს დიდი აღიარება შავდათუაშვილმა წლევანდელ ოლიმპიადასა და მსოფლიო ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგით დაიმსახურა. ქართული ძიუდოს ტრიუმფი ლაშა შავდათუაშვილთან ერთად, ილია სულამანიძემაც გაიზიარა, რომელიც ძიუდოს მსოფლიო ფედერაციამ ამომავალ ვარსკვლავად დაასახელა.

Cesko