ერთი მოზარდი მეორეს დანით გამოეკიდა, მაღაზიასთან დაეწია და დაარტყა… – რა მოხდა ნუცუბიძის პლატოზე?

December 19, 06:40
0
186

თბილისში ნუცუბიძის პლატოზე ადამიანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი 17 წლის მოზარდია. მას ჭრილობები ცივი იარაღით, სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენეს.

თვითმხილველები “ფორმულასთან” საუბარში ამბობენ, რომ არასრულწლოვანს თავს სხვა მოზარდი დაესხა, დანით გამოეკიდა, დაჭრა  და ადგილიდან მიიმალა. შემთხვევა ნუცუბიძის მეოთხე და მეხუთე პლატოს შორის, ერთ-ერთ სავაჭრო ობიექტთან მოხდა.

თვითმხილველები იმასაც ამბობენ, რომ ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფი დაგვიანებით მოვიდა. დაჭრილი მოზარდი კავკასიის მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

Cesko