”ჩანაწერები, რომელშიც მე ქართველებს შეურაცხყოფას ვაუყენებ, არ არის აუთენტური” – თემურ ალასანია

December 18, 13:05
0
1495

თემურ ალასანიას განცხადებით, ჩანაწერები, რომელშიც ის ქართველებს შეურაცხყოფას აყენებს, არ არის აუთენტური (ნამდვილი, სარწმუნო),-  ამის შესახებ მან თბილისის საქაალქო სასამართლოში, ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ჩანაწერები აუთენტური არ არის, ამათ ექსპერტიზას არ ვენდობი. ეს არის პოლიტიკური პიარი, არის მოუხეშავი მცდელობა, ყურადღება გადაიტანონ ძირითადი კრიზისული სიტუაციიდან, რაც გამოწვეულია სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობით და რაც გამოწვეულია მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური დევნით”– განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ბიძამ, თემურ ალასანიამ საქალაქო სასამართლოში, სადაც მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით უნდა მოხდეს მისი გამოკითხვა.

Cesko