„შოკში ვართ… შვილმკვდარი დედის თვალწინ ზეიმი ჰქონდათ, კობიაშვილმა დარბაზი სიცილით დატოვა”

December 17, 17:45
0
199

გუ­და­ურ­ში 28 წლის თა­მაზ გორ­თა­მაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი მე­რაბ კო­ბი­აშ­ვი­ლი ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლომ უდა­ნა­შუ­ა­ლოდ ცნო. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა გო­რის რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლომ მი­ი­ღო, რა­საც გორ­თა­მაშ­ვი­ლის ოჯა­ხის პრო­ტეს­ტი და ხმა­უ­რი მოჰ­ყვა.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს გორ­თა­მაშ­ვი­ლის ოჯა­ხის ახ­ლობ­ლებ­თან ერ­თად მისი დედა ეს­წრე­ბო­და. თა­მაზ გორ­თა­მაშ­ვი­ლის დე­დის გან­ცხა­დე­ბით, მე­რაბ კო­ბი­აშ­ვი­ლი დამ­ნა­შა­ვეა, რო­მე­ლიც ცი­ხე­ში უნდა იჯ­დეს.

თა­მაზ გორ­თა­მაშ­ვი­ლის ოჯა­ხის კი­დევ ერთ წევ­რი, მოკ­ლუ­ლის ძმის ცოლი, ნინო გუ­ლი­აშ­ვილი ამბობს, რომ დღე­ვან­დე­ლი დღე არის კი­დევ ერთი და­დას­ტუ­რე­ბა იმის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს ფასი აღარ აქვს.

“შო­კი­რე­ბუ­ლი ვარ, დღე­ვან­დე­ლი დღე არის კი­დევ ერთი და­დას­ტუ­რე­ბა იმის, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს ფასი აღარ აქვს. დღეს კი­დევ ერთხელ და­ამ­ტკი­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, რომ სხვი­სი ჭირი, ღო­ბეს ჩხი­რია. შე­იძ­ლე­ბა მოგ­კლან და მკვლე­ლი გა­მარ­თლდეს, თუ მას აქვს გავ­ლე­ნე­ბი, აქვს ჩინი და წო­დე­ბა და ყვე­ლა­ნა­ირ სი­ბინ­ძუ­რე­ზე წავა, არ ვიცი, აზრი აქვს სა­ერ­თოდ რა­მის თქმას ამ ვი­თა­რე­ბა­ში?

ყვე­ლა სა­სა­მარ­თლო პრო­ცესს ვეს­წრე­ბო­დი, დი­ლი­დან ღა­მემ­დე იქ ვი­ყა­ვი და ვხდე­ბი, არა­ფერს არ ჰქო­ნია აზრი, არც სი­ტყვას, არც სი­ცო­ცხლეს. დღეს და­ამ­ტკი­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კი­დევ ერთხელ, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეს ფასი არ აქვს. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ასე გულ­გრი­ლად გა­და­წყვი­ტო საქ­მე, როცა 28 წლის ბი­ჭის სი­ცო­ცხლეა შე­წყვე­ტი­ლი. თით­ქოს არ არ­სე­ბობ­და თა­მაზ გორ­თა­მაშ­ვი­ლი. ვინ არის სა­ერ­თოდ ის, დიდი ამ­ბა­ვი თუ წა­არ­თვეს სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბა. ასე­თი მიდ­გო­მა და­ვი­ნა­ხე. არა­და პრო­კუ­რა­ტუ­რამ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, ყვე­ლა ფაქ­ტი და­ა­ლა­გა და ცალ­სახ­და იყო მისი ბრა­ლე­უ­ლო­ბა. ქედს ვიხ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის შრო­მის წი­ნა­შე.

თა­ზოს ძმე­ბი ვერც ერთ სხდო­მას ვერ ეს­წრე­ბოდ­ნენ, იმ­დე­ნად მძი­მე იყო ემო­ცი­უ­რად მათ­თვის ეს მკვლე­ლო­ბა. ჩემ­თან ერ­თად თა­ზოს დედა იჯდა დარ­ბაზ­ში და გა­ნად­გურ­და. დამ­ნა­შა­ვის და მისი მომ­ხრე­ე­ბის სა­ხე­ე­ბის­თვის უნდა გე­ყუ­რე­ბი­ნათ. სა­ერ­თოდ ამ პრო­ცე­სე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა გე­ნა­ხათ მე­რაბ კო­ბიშ­ვი­ლის სახე, რო­გო­რი გა­ღი­მე­ბუ­ლი იჯდა ხოლ­მე ის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სებ­ზე, რო­გორ ერთხე­ლაც არ და­ტყო­ბია სი­ნა­ნუ­ლი. უნდა გე­ნა­ხათ, რო­გო­რი სი­ცი­ლით და­ტო­ვეს დარ­ბა­ზი მან და მის­მა მომ­ხრე­ებ­მა და არ მი­უქ­ცე­ვი­ათ სა­ერ­თოდ ყუ­რა­დღე­ბა თა­ზოს დე­დის­თვის, შვილმკვდა­რი დე­დის თვალ­წინ და­ი­წყეს ერ­თმა­ნეთ­ზე გა­დახ­ვე­ვა მი­ლოც­ვე­ბი და სი­ცი­ლი.

მო­სა­მარ­თლემ შე­ნიშ­ვნაც კი მის­ცა და უთხრა გა­რეთ გა­სუ­ლიყ­ვნენ. ზე­ი­მი ჰქონ­დათ. არა­ნა­ი­რი სი­ნა­ნუ­ლი კო­ბი­აშ­ვილს არა­სო­დეს ქო­ნია. არა­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნუ­რი გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა. მარ­ტო დღეს არა, სა­ერ­თოდ არც ერთხელ. დღეს სა­ბო­ლო­ოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­მაც მოკ­ლა თაზო გორ­თა­მაშ­ვი­ლი, კო­ბი­აშ­ვილ­თან ერ­თად სა­ზო­გა­დე­ბა­მაც გა­ი­მე­ტა 28 წლის ბიჭი სა­სიკ­ვდი­ლოდ. თით­ქოს დამ­ნა­შა­ვე იყო თაზო, ან რის გამო მოკ­ლეს?”, – განაცხადა ნინო გულიაშვილმა.

Cesko