”ხალხისთვის, ვინც არც ნაცია და არც ქოცი, ნაციც მიუღებელია და ქოციც! აბა, ვინ ვის ურიგდება?!…”

December 17, 07:20
0
733

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში გზავნილს ავრცელებს:

შევრიგდეთ თუ შევურიგდეთ?
———————————————————
დააკვირდით, ნაცები რას ამბობენ:
ჩვენ არაფერი დაგვიშავებია იმ ცხრა წელში, მაგრამ… შევრიგდეთ!
შენ დააშავე ამ ცხრა წელში, მაგრამ შევრიგდეთ!
ანუ ის დამნაშავეები, რომლებიც მუდმივად საკუთარ უდანაშაულობაზე ლაპარაკობენ, შერიგებას სთავაზობენ ამ დამნაშავეებს და მუდმივად მათ დანაშაულზე ლაპარაკობენ!
დავაზუსტოთ:
ნაცები ამბობენ, რომ არაფერი დაუშავებიათ, ხალხი (მათ შორის ქოცები) კი ამბობს, რომ დააშავეს!
ნაცები ამბობენ, რომ ქოცები დამნაშავეები არიან, მაგრამ ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით საჭიროა დიდი შერიგება – ნაცების “უდანაშაულობის” და ქოცების “დანაშაულის” ჩამოწერა!
თუ შენ არაფერი დაგიშავებია რატომ ურიგდები დამნაშავეს?
აქ მდგომარეობა ძალიან მძიმდება:
ნაცს უნდა, რომ დამნაშავე ქოცს შეურიგდეს!
ქოცს არ უნდა, რომ დამნაშავე ნაცს შეურიგდეს!
ნაცსექტანტების აბსოლუტურ უმრავლესობას ეს შერიგება ვერ წარმოუდგენია!
ქოცსექტანტების აბსოლუტურ უმრავლესობასაც ეს შერიგება წარმოუდგენლად მიაჩნია!
ხალხისთვის, ვინც არც ნაცია და არც ქოცი, ნაციც მიუღებელია და ქოციც!
აბა, ვინ ვის ურიგდება?!
მხარეები მსხვერპლთა ცხედრებზე გადავლით უნდა მივიდნენ ერთმანეთამდე?!
გასაგებად აგვიხსენით:
დამნაშავეებთან უნდა შერიგდეთ თუ დანაშაულს უნდა შეურიგდეთ?!
თუმცა, ეს ერთი და იგივეა!
შედეგად რას მივიღებთ?
აი, რას:
ამ პოლიტიკური აქტით ნაცებს იმ ცხრა წელში ჩადენილი ყველა დანაშაული ჩამოეწერებათ (ცოდვებს მეუფე ნიკოლოზი მიუტევებს. მათ შორის, დავიწყებულსაც; ზეთი მარაგშია!) და მთელი ნაძარცვი შერჩებათ, ხოლო ქოცები მშვიდად დაიძინებენ, რადგან ამ ცხრა წელში ნაშოვნს შეირგებენ (ცოდვებზე მერე!).
იმ და ამ ცხრა წელში დაზარალებულები კი აღარავის გაახსენდება!
მე გასწავლით კარგ გამოსავალს, კანონიერს:
კონსტიტუციაში ჩავწეროთ (ჩავწეროთ რა, ჩაწერეთ; ეგეც თქვენ ხელშია!), რომ პოლიტიკოსი არის ღმერთის ტოლი!
ეს ცოდვების ამბავშიც გამოგადგებათ, – სად გაგონილა, ეპისკოპოსმა ღმერთს ცოდვები მიუტევოს?!
ან ვის სმენია ღმერთის ცოდვებისა?!
კანონები კი მხოლოდ უბრალო ხალხისთვის იყოს, – თქვენ მაინც არ შეგეხებათ და, რასაც გინდათ, იმას ჩაწერთ!
რა გენაღვლებათ, ანშანტეეე! ?

 

Cesko