ძმებს დედა კოვიდით მოუკვდათ, მამა – ავარიით, ობლებს სოციალური დახმარება მოუხსნეს

December 16, 21:49
0
988

ანრი 11 წლისაა, კახა – 15-ის. მოზარდები „ოცნების ქალაქში“, პატარა ქოხში ცხოვრობენ. ბავშვების დედა 1 თვის წინ კორონავირუსით გარდაიცვალა, მამა კი წლების წინ დაიღუპა ავტოავარიაში.

ანრი და კახაც კოვიდსასტუმროში იყვნენ, როცა დედის გარდაცვალების შესახებ შეიტყვეს. ბოლო რჩევა, რაც დედისგან მოისმინეს იყო – „კარგად ისწავლეთ“.

-ჩვენ სასტუმროში ვიყავით, დედა კი – საავადმყოფოში. ბოლოს რომ დავურეკეთ, ვკითხეთ: ხომ კარგად იქნები დედა? ცერა თითით მიგვანიშნა, კარგად ვარო. საუბარი უჭირდა, ვერც კი დაგველაპარაკა,- ყვებიან ბიჭები ბათუმელებთან.

მარტოდ დარჩენილი ბავშვები დროებით დედის ძმამ შეიფარა.დედის გარდაცვალების გამო ბავშვებს სოციალური შემწეობაც შეუჩერდათ. ასეთია კანონი, როცა ოჯახში რაიმე ცვლილებაა, სახელმწიფო სოციალურ დახმარებას აჩერებს. მინიმუმ სამი თვეა საჭირო იმისთვის, რომ ბავშვებმა მიზერული სახელმწიფო დახმარება – 100 ლარი ისევ მიიღონ

– საკვები სასადილოდან მოგვაქვს, ბიძაც გვეხმარება. როცა დედა ცოცხალი იყო, ყველაფერს აკეთებდა ჩვენთვის, უმამობას არასდროს გვაგრძნობინებდა. გვიჭირდა, მაგრამ ყოველთვის მოჰქონდა რაღაც ჩვენთვის, – ამბობს კახა.

ბათუმელები

Cesko