,,ორი დღეა გადასხმებს იკეთებს” – სოფო ჯაფარიძე გადაღების დროს ცუდად გახდა და დაეცა

December 16, 07:58
0
165

გადაცემა „მთავარი დიაგნოზის“ წამყვანი, ექიმი სოფო ჯაფარიძე გადაცემის ჩაწერის შემდეგ ცუდად გახდა და ძირს დაეცა. ამის შესახებ გადაცემის ფეისბუქგვერდზე დაიწერა.

„სოფო ორი დღეა, გადასხმებს იკეთებს და გადაღების დროს ბოლოს დაეცა… ჩვენი მაგარი გოგო ახლა უკვე კარგად არის“.

სოფო ჯაფარიძემ თავისი გულშემატკივრები დაამშვიდა და უთხრა, რომ კარგად არის.

„მეგობრებო, ყველას სათითაოდ ვერ გცემთ პასუხს, მაპატიეთ. კარგად ვარ. მადლობა დიდი, ძალიან მიყვარხართ”, – დაწერა სოფო ჯაფარიძემ.

Cesko