ეკა ხერხეულიძის სკანდალური წერილი სააკაშვილის მკურნალობაზე – “მედიკამენტების შეწყვეტის შემდეგ, სასამართლოზე დასწრება შეძლო”

December 16, 07:29
0
285

“ენმ”-ის წევრი, ეკა ხერხეულიძე:

“წამება ფრჩხილების დაძრობას არ გულისხმობს მხოლოდ.
მაგალითად, საბჭოთა ციხეებში წამების მეთოდები იყო შემდეგი – მუდმივად ანთებული შუქი,
ხმაური,
უფანჯრო დილეგი
და ყველაზე აქტუალური წყლის წვეთით წამება.

იცით როგორი იყო წყლის წვეთით წამება? არავინ არ გცემდა და ნაიარევს არ ტოვებდა, ნესტიან ოთახში მუდმივად წვეთავდა წყლის წვეთი. პატიმრები თვალებს იკრავდნენ, ყურებში ნაჭრებს იტენიდნენ და ისე ცდილობდნენ დაძინებას. ამას რომ აკეთებდნენ, რკინის კარი უნებლიედ იღებოდა და იხურებოდა, რაც თავდასხმის საფრთხის მუდმივ მოლოდინს აჩენდა. ასეთ ვითარებაში მყოფი პატიმრების უმრავლესობა ინსულტით კვდებოდნენ და თუ გადარჩებოდნენ სახეზე კვალი ეტყობოდათ.

გულდასმით ვუსმინე ექიმების შეფასებებს და ისე უცნაურად მეჩვენა წამებაზე ხაზის არ გასმა,რომ გაოცებული ვარ.
ფეხზე მდგომი ადამიანი და რაც მთავარია, ახლა ვერც ამ უნარის მქონე პაციენტმა სააკაშვილმა, ზემოთ ჩამოთვლილი სამი შემთხვევა გაიარა –
“შუმოკი” რბილი ნათქვამია, ვერც წარმოუდგენიათ რას ნიშნავს, როცა გისოსებიანი ყველა კორპუსის ყველა ფანჯრიდან გაგინებენ, გაურკვეველ საგნებს ისვრიან და შენს გარშემო ილეწება ყველაფერი.

ანთებული შუქი – როცა უფლება არ გაქვს შუქი გამორთო, რადგან თუ ამას გადაწყვეტ, ისევ იწყება “შუმოკი”,

უჰაერობა – ვერ აღებ ფანჯარას, რადგან ეს სიგნალია მათთვის, ვინც ამაზე მიდის, რომ მოტივაციის გარეშე დალეწონ ყველაფერი და გაგინონ.

ეს ყველაფერი იმ დროს, როცა საკნის კარი ღიაა და ორკესტრირებული მუქარის ფონზე მუდმივად თავდასხმას ელი, თან ხანგრძლივი შიმშილობის ფონზე.

ამ ყველაფერთან გატაცება, თმით თრევა, ყელში ხელების წაჭერა, იატაკზე ნივთივით დაგდება და დაუსახელებელი ინექციის გაკეთების მცდელობა, არაფერია.

გლდანში შესახლების დღე რომ გამოვრიცხოთ და მომდევნო კვირეების ქრონიკა შევაფასოთ, წამების გარდა რა კვალიფიკაცია უნდა მიეცეს ამ ყველაფერს, წარმოდგენა მეძნელება.

რაც შეეხება ფარმაკოლოგიურ წამებას –
ეს ადვილი დასამტკიცებელი არაა და ამიტომ იყო და რჩება უნიკალურ შესაძლებლობად. მარტივად სამართავი სივერაგეა. ისტორიაში გააფორმებ კონკრეტულ დოზას და რეალურად პაციენტს მიაწვდი სხვა დოზას. აქ მთავარი დეტალია საყურადღებო, მიხეილ სააკაშვილი თავად არ ხსნის შეფუთვიდან წამალს, მას უკვე ამოღებულ აბებს აწვდიან და ამ ფორმით მიდის “მკურნალობა”.

როგორც არაექიმისთვის, ჩემთვის ნიშანდობლივი ერთი ფაქტია – ადამიანს, რომელსაც კარგად ვიცნობ და ასევე კარგად ვცნობ მის ქცევას, როგორ მოხდა, რომ მედიკამენტების შეწყვეტის შემდეგ იმხელა ძალა იპოვა საკუთარ თავში სასამართლოზე დასწრება შეძლო და უფრო მეტიც, სიტყვის თქმა მოახერხა.

ამას იმიტომ ვუსვამ ხაზს, რომ სასამართლომდე ორი დღით ადრე ვნახე ყველაზე რთულ ვითარებაში, ვიდრე რუსთავის და გლდანის ციხეში. ან ახლა, როცა გადაადგილება უჭირს და დამოუკიდებლად სავარძლიდან საწოლამდე ვერ მიდის და თუ ასეთი მოხდება, მინიმუმ ორჯერ კონცეტრაცია ერღვევა და ხელის შეშველება სჭირდება, როგორ არის ეს მხოლოდ პროსტრავმული სიმპტომი? ან ფსიქიური პრობლემა რა მომენტში ვლინდება, როცა აზრის ჩამოყალიბებაში შეფერხების ერთი მომენტიც კი არ ჰქონია?

ამ კუთხით თუ მსჯელობაში შევყვებით, ერთი რამაა ცხადი, რაც მანამდე არ ახასიათებდა, შესაძლოა გახსენება გაუჭირდეს იმის რის თქმასაც აპირებს.

კი ბატონო, ეს ასეა, მაგრამ რისი შედეგია? წამების და არაადამიანური მოპყრობის ხომ არა? ან იქნებ ფარმაკოლოგიური მოწამვლის? ვინ მეტყვის დაბეჯითებით, რომ ისტორიაში აღრიცხული დოზები მიღებულთან თანხვედრაშია?
რა მექანიზმით დადგინდა ფარმაკოლოგიური წამების გამორიცხვა? ისტორიაზე დაყრდნობით, ხომ? და იმ ისტორიას ვინ ადგენს?

ამაშია საქმე…

რაც მთავარია, ისტორიაში გატარებული აღრიცხვა სანდო რომ ყოფილიყო, ყველაფერს იზამდნენ მრავალპროფილურ კლინიკაში მიეღო მკურნალობა და არა იქ, სადაც თავად წერენ და ქმნიან ისტორიებს.
ასეთი ისტორიებით მიღებული ჩვენებები ბევრი გვინახავს და ბევრჯერ მორეულან საზოგადოებრივ განწყობებს.”1

Cesko