პანამაში ქართველი “კრიმინალური ავტორიტეტი” გიორგი გვასალია დაიკარგა – ბიტკოინების საქმე?

December 16, 07:03
0
230

tia.ge-ს ინფორმაციით, პანამაში, ქართველი “კანონიერი ქურდის” თემურ გვასალიას შვილი, ასევე “კრიმინალური ავტორიტეტი”, გიორგი გვასალია დაიკარგა.

მედიის ინფორმაციით, გიორგი გვასალია ავტოსაგზაო შემთხვევევაში მოყვა, მანქანა გზიდან გადავარდა მოცურების შედეგად. შესაბამისი სამაშველო ძალების დახმარებით მოხერხდა მანქანის ამოყვანა, მაგრამ მძღოლის მოძებნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. ავტოავარიის შემდეგ, გიორგი გვასალია გაუჩინარდა და დაკარგულად გამოცხადდა.

მანქანიდან ამოღებულია პირადი ნივთები, ჩხრეკის შედეგად ნაპოვნია პიროვნების მობილური ტელეფონი, საიდანაც მოხდა მისი იდენტიფიცირება და მოხერხდა ინფორმაციის ამოღება. საუბარია არეგალური წარმომავლობის ათეულობით მილიონი რაოდენობის ბიტკოინზე.

ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

Cesko