,,დათო… ბიჭო-ბიჭო!” – დაწერა სოციალურ ქსელში მსახიობმა მაია დობორჯგინიძემ და მეუღლის, მსახიობ გოგა ბარბაქაძის მამობილის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც გუშინ დილით კოვიდით გარდაიცვალა.
ცნობილია, რომ გოგა ბარბაქაძეს თავის მამობილთან, დათო ნაცარაშვილთან საოცარად თბილის ურთიერთობა და დიდი სიყვარული აკავშირებდათ.
გავრცელებული ინფორმაციით, დათო ნაცარაშვილს კოვიდით გარდაეცვალა დედა, დედის ორმოცზე – მამაც. თავად დათო ნაცარაშვილი ჟანგბადამოკიდებული იყო, მაგრამ მძიმე პაციენტად არ ითვლდებოდა. მისი მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა და დღეს, 14 დეკემბერს გარდაიცვალა.