“ეს დაკავშირებულია ჩემს საფინალო გამოსვლასთან”– რა შეემთხვა ალექსანდრე ზაზარაშვილს

December 15, 17:01
0
671

უკ­რა­ი­ნუ­ლი „სა­ბავ­შვო ვო­ი­სის” გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ალექ­სან­დრე ზა­ზა­რაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ამე­რი­კუ­ლი „ნი­ჭი­ე­რის” ფი­ნა­ლის­ტი გახდა სოციალური ქსელში მიმართვას ავრცელებს:

„მოგესალმებით ყველას, როგორც წესი ყოველთვის რაღაც კარგ ამბავს გაცნობებთ ხოლმე ასეთი ვიდეოებით, მაგრამ სამწუხაროდ დღეს სხვა დღეა.. ჩემს ფეისბუქ ფეიჯზე სადაც 135 ათასი გამომწერი მყავს მოხდა ჰაკერების თავდასხმა, ფეიჯზე კონტროლის აღება და ვიდეო/ფოტო კონტენტის წაშლა…

ჩემი ვარაუდით ეს არის დაკავშირებული ჩემს საფინალო გამოსვლასთან „ნიჭიერში”, რადგან ეს გვერდი იყო მთავარი წყარო ამ ინფორმაციების გავრცელების და ხალხის ხმის მიცემის დიდ რაოდენობის დაგროვებაში რომელიც შემდეგ დამეხმარებოდა პროექტში გამარჯვებაში. ჩვენ ვინარჩუნებთ სიწყნარეს და ყველაფერს ვაკეთებ ჩემს ძალაში რომ გვერდი აღდგეს მალე! მიყვარხართ და მადლობა მხარდაჭერისათვის,”- წერს ალექსანდრე ზაზარაშვილი.

Cesko