ანუკი არეშიძე: ,,ჩემს შვილებს არც ,,აიფონები” აქვთ, არც ძვირადღირებული ტელეფონები”

December 15, 15:58
0
201

თბილისის მერის, კახი კალაძის მეუღლე, დიზაინერი ანუკი არეშიძე პიანისტ თათია შარანგიას გადაცემა ,,სთორის” სტუმარი იყო, სადაც გულახდილად ისაუბრა თავის პირად ცხოვრებაზე. მან მომავალ მეუღლესთან შეხვედრის ამბავიც გაიხსენა.

-პარიზიდან მქონდა პირდაპირი ჩართვა, ამ ჩართვისთვის უყურებია და მაშინ მოვწონებივარ. რომ შემხვდა, მერე მითხრა: შენ ის გოგო ხარ, რომელიც მომეწონაო. ძალიან ნელა დაიწყო და შემდეგ ყველაფერი სწარაფად განვითარდა. ჩვენი გაცნობიდან 6 თვეში შევქმენით ოჯახი.

რომ გავიცანი, ბევრ რამეში არ ვეთანხმებოდი, სულ ვკამათობდი მასთან, ვაკრიტიკებდი, ბევრ რაღაცაში არ ვეთანხმებოდი, მაგრამ შემდეგ მისმა ადამიანობამ მომხიბლა. როგორიც გარედან ჩანს, იმაზე უფრო მეტად კარგი და კეთილი ადამიანია, რაც ძალიან იშვიათია. ძალიან ყურადღებიანი იყო და არის…

მე ვარ დედა, რომლის შვილებსაც არ აქვთ არც ,,აიფონები” და არც სხვა ძვირადღირებული ტელეფონები. არ სარგებლობენ ინტერნეტით, შესაბამისად, არც სოციალური ქსელებით… ამას არ აპტროტესტებენ, პირიქით… ადრე, 8 საათზე ბავშვებს უკვე ვაწვენ და ვაძინებ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, მინიმუმი 11 საათიანი ციკლი მაინც შეასრულონ, 12 არის იდეალური.

ჩემს თავს შევაქებ ალბათ, როცა მექნება ძლიერი ბრენდი. როდესაც ჩემი შვილები კარგ ადამიანებად ჩამოყალიბდებიან. 50-60 წლის ასაკში ალბათ მექნება ჩემი პირადი, ვენახი, ბაღი და ბოსტანი, მეყოლება ცხენები.

მეოთხე შვილის შემდეგ უფრო მეტად მიზიდავს ბუნება და მინდა, ქალაქისგან შორს ვიყო. მაღალმთიან სოფელში ვიცხოვრებდი, სადაც ძროხების ზარის ხმა გამაღვიძებდა ყოველ დილით. დღესვე წავიდოდი საცხოვრებლად სოფელში, მაგრამ მეუღლე და შვილები ახლა ამის საშუალებას არ მაძლევენ.

Cesko