”კოვიდთან ბრძოლაში ჯერ დედა, დედის ორმოცის ღამეს კი მამა დამარცხდა” – ტრაგედია გოგა ბარბაქაძის ოჯახში

December 15, 13:44
0
1658

კოვიდთან თვენახევრიანი ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა მსახიობ გოგა ბარბაქაძის მამობილი, დათო ნაცარიშვილი. დათო ნოემბრის პირველ რიცხვებში გადაიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში და მთელი ამ ხნის მანძილზე გადიოდა მკურნალობას.

დათოს ამ პერიოდში გარდაეცვალნენ ლოგინად ჩავარდნილი მშობლები, ჯერ დედა, ხოლო დედის ორმოცის ღამეს – მამაც წავიდა… დათო მთელი ამ ხნის მანძილზე ჟანგბადდამოკიდებული იყო, თუმცა მძიმე პაციენტად არ ითვლებოდა. 11 დეკემბერს იუბილარი იყო… 14 დეკემბრის დილის ხუთ საათზე კი გარდაიცვალა…

წყარო: “დაიჯესტი”

Cesko